ვერსალის და ნოტრ-დამის რესტავრატორები ქუთაისში იმყოფებიან
13.05.2022
უკან დაბრუნება
ვერსალის და ნოტრ-დამის რესტავრატორები ქუთაისში იმყოფებიან.
,,ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში პარიზიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა და რესტავრაციის თანამედროვე მეთოდები და საკუთარი გამოცდილება არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის მიმართულებით ადგილობრივებს გაუზიარეს .
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა უცხოელ რესტავრატორებსა და ადგილობრივებს შორის.
კონფერენცია- მასტერკლასი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა .