კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, ერთად ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.