შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა
12.05.2022
უკან დაბრუნება
პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. წვრთნების დასკვნით ეტაპზე პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განხორციელდა. გეგმიური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.