ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა
11.05.2022
უკან დაბრუნება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
სააკაშვილი მის ოჯახის წევრების, პირად ექიმსა და ცენტრ "ემპათიადან" კომისიის წევრების მუდმივ დაშვებას ითხოვს.
ასევე მასთან შესვლა არ უნდა შეეზღუდოთ ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
.მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნაა გამოკვლევები,დიაგნოსტიკა, მკურნალობის კურსი და გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა პარიტეტულ საფუძველზე მოხდეს.
უნდა უზრუნველყოს თუ არა მმართველმა გუნდა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. საზოგადოების აზრი თემაზე ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტს კლინკაში შესაბამისი მკურნალობა უნდა აღმოუჩინონ, მეორე ნაწილი კი თვლის,რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ არის.