ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი ივნისში იქნება
10.05.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი ივნისში იქნება. ამაზე ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, კითხვარის სრულად შევსება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება 9 მაისს დაასრულა.