იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
10.05.2022
უკან დაბრუნება
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. განცხადება იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მკურნალობა, თუმცა იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, სრულფასოვან მკურნალობაზე. რატი ბრეგაძე ექს პრეზიდენტს ჯანმრთეწლობის განძრახ დაზიანებისთვის დებს ბრალს. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი საკვებსაც საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით იღებს რითაც საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.