შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კახა ჩხეტიანი, შესაძლოა, "ტორპედოში" დაბრუნდეს
09.05.2022
უკან დაბრუნება
კახა ჩხეტიანი, შესაძლოა, "ტორპედოში" დაბრუნდეს. ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა, თუმცა გუშინდელ მატჩზე ჩხეტიანის ყოფნამ საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩხეტიანს შორის გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ჩხეტიანი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება. მოლაპარაკებებსა და ჩხეტიანის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ კლუბის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ სიახლის შემთხვევაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება. ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს არ კახა ჩხეტიანი . კახა ჩხეტიანი "ტორპედოდან" რამდენიმე თვის წინ წავიდა. მაშინ მიზეზად მისი ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა სახელდებოდა. როგორც გულშემატკივრები აცხადებდნენ, ჩხეტიანს გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნა არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს.