შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კულტურის მინისტრი ქუთაისის ოპერის თეატრში ცვლილებებს გეგმავს
09.05.2022
უკან დაბრუნება
კულტურის მინისტრი ქუთაისის ოპერის თეატრში ცვლილებებს გეგმავს. თეა წულუკიანმა ოპერაში მიმდინარე პროცესები დახურულ კარს მიღმა განიხილა. მინისტრის ვიზიტი ქუთაისში მედიისთვის ამჯერადაც დაფარული იყო. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის თქმით, თეატრი ახალი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. იგეგმება ქუთაისის ოპერის შენობის რეაბილიტაცია. შენობის პროექტირება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.