ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენა ქუთაისში,სპორტის სასახლეში გაიმართა. კონკურსში 70-მდე სხვადასხვა ჯიშის ძაღლი მონაწილეობდა მათ შორის გამოვლინდა 30-ზე მეტი გამარჯვებული.
ტრადიციული გამოფენა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.