შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე
09.05.2022
უკან დაბრუნება
პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო გმირებს , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.