ჯემალ ბიბილეიშვილის ინიციატივით და ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა
06.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ჯემალ ბიბილეიშვილის ინიციატივით და ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ოფთალმოლოგიური კვლევა ცაუტარდა.
პაციენტებს თვალის სრული დათვალიერება თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჩაუტარდათ, კონსულტაციის შემდეგ კი შესაბამისი მკურნალობის კურსი დაენიშნათ.
თვითმმართველობისა და კლინიკის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.