შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მორიგი აქცია ქუთაისში უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებისთვის, ამჯერად მათ ოფთალმოლოგიური მომსახურება გაეწიათ
05.05.2022
უკან დაბრუნება
მორიგი აქცია ქუთაისში უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარებისთვის, ამჯერად მათ ოფთალმოლოგიური მომსახურება გაეწიათ .ორმოცდაათამდე ბენეფიციარს თვალის სრული გამოკვლევა ჩაუტარდა. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ისეთი დიაგნოსტიკური სერვისებით როგორიცაა ვიზომეტრია, მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, ოფთალმოსკოპია, თვალის ექოსკოპია და სხვა. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცენტრი ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს ჩაიტარონ სხვადსხვა ტიპის ოფთალმოლოგიური ოპერაციები, . ქუთაისის უსინათლოთა კავშირში დაახლოებით 250 ბენეფიციარია გაწევრიანებული, თვალის სრული უფასო გამოკვლევებით ეტაპობრივად ყველა მათგანი ისარგებლებს.