შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბარსელონაში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამტრელიელი ძმები 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები დაიღუპნენ
05.05.2022
უკან დაბრუნება
ბარსელონაში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამტრელიელი ძმები 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები დაიღუპნენ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძმები ქირით ცხოვრობდნენ, კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ესპანეთის და მაროკოს მოქალაქეები არიან. გარდაცვლილი ქართველი ძმების ოჯახის ინფორმაციით ისინი ესპანეთში სამუშაოდ, დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდნენ. დედა ყვება რომ ძმები ხანძრის შედეგად გაჩენილ დაკვამალიანებას ემსხვერპლნენ. ის ასევე შურისძიების ნიადაგზე ხანძრის გაჩენის მიზეზთან საკუთარი შვილების კავშირს უარყოფს და ამბობს რომ ძმები გაუგებრობის მსხვერპლნი არიან.