ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმე ტურში ქუთაისის ტორპედო გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდა
04.05.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმე ტურში ქუთაისის ტორპედო გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ტორპედო ამ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელისა და 4 დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა. გათამაშების ცხრილში ქუთაისელები კვლავ მერვე პოზიციას იკავებენ. მოდევნო მატჩს 8 მაისს ტორპედო შინ თბილისის საბურთალოს უმასპინძლებს.