ნიკოლოზ საბაშვილი ქუთაისი თოჯინების თეატრში უკვე დაგეგმილ სპექტაკლებზე საუბრობს
03.05.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი ქუთაისი თოჯინების თეატრში უკვე დაგეგმილ სპექტაკლებზე საუბრობს. მისი თქმით თეატრს საკმაოდ დატვირთული სეზონი ელის წინ. ხელმძღვანელის თქმით თეატრში ერთ- ერთი სპექტაკლი მისი რეჟისორობით ჩატარდება. შეგახსენებთ რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 1 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით.