შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
03.05.2022
უკან დაბრუნება
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი უკვე ოცდამეცხრედ აღინიშნება. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა. ციფრულმა ეპოქამ, ინტერნეტის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგოსფერომ და სამოქალაქო ჟურნალისტიკამ, წლების განმავლობაში, მთლიანად შეცვალა მედიალანდშაფტი. რამდენად ეცნობა საზოგადოება პრესას და რამდენად სანდოა მათთვის მედია? თემით დღის ამბები დაინტერსდა და მცირე გამოკითხვა ჩაატარა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა სრულად თუ არა ნაწილობრივ უკვე შეცვალა ბეჭდური მედია. სანდოობის ნაწილში კი ამბობენ, რომ უფრო მეტი ობიექტურობაა საჭირო.