კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების პლეიოფის მეორე შეხვედრას ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახ.სპორტის სასახლემ უმასპინძლა სადაც ადგილობრივი ქუთაისი 2010-რუსთავის რუსთავს დაუპირისპირდა.შეხვედრა წინა დღის მატჩიდან განსხვავებით ძალზედ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.ოთხი პერიოდის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო,ხოლო ოვერტაიმში მასპინძლებმა შეძლეს მობილიზება და შეხვედრაც მათივე გამარჯვებით 102-89 დასრულდა.ამგვარად ქუთაისელებმა შინ ორივე მატჩი მოიგეს და სერიაში 2-0 დაწინაურდნენ. საპასუხო შეხვედრა რუსთავში 5 მაისს გაიმართება.შეგახსენებთ ,რომ გამარჯვებული სამი მატჩის მოგებით გამოვლინდება.