შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მოხალისეთა საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
02.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოხალისეთა საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ “-პროექტის ფარგლებში მორიგი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. იმერეთის რეგიონის ჰიგიენის კლუბების მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პრეზენტაციებს ქუთაისის მერი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დაესწრნენ. პროექტი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მოზარდებმა ახალგაზრდული კლუბები დააფუძნეს, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხების პოპულარიზაციას. პროექტს ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი“ ,,იუსაიდისა“ და ,,იუნისეფის“ მხარდაჭერით ახორციელებს.