დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება
02.05.2022
უკან დაბრუნება
მკვეთრად გაუმჯობესებული კოვიდ სტატისტიკის პარალელურად, ქვეყანაში რეგულაციები ეტაპობრივად მსუბუქდება, დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.მისი თქმით კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. რაც იძლევა საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შემსუბუქდეს, დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.