კალათბურთში
სუპერლიგის გათამაშების პლეიოფის პირველ შეხვედრას მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახ.სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა ქუთაისი 2010-მა რუსთავის რუსთავი მიიღო. შეხვედრის ოთხივე პერიოდი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 24 ქულიანი უპირატესობით 100-76 დასრულდა. ქუთაისელები სერიაში 1-0 დაწინაურდნენ. მეორე შეხვედრა კვლავ ქუთაისში დღეს 18 საათზე გაიმართება.