შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
02.05.2022
უკან დაბრუნება
„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და აადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქუთაისის განვითარებაში. წელს 8 გამორჩეულ პიროვნებას მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. დღესვე გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ოთარის ძეგლის პატივგება მოეწყო , მხარისა და ქალაქის წამყვანმა პირებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს.