ორ მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სივრცე ხატმწერის, რესტავრატორისა და კალიგრაფის - თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. ადგილზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 30მდე ნამუშევარი, მათ შორის ხატების ასლები, ხელნაწერი სახარებიდან ფრაგმენტებi, ფერწერული და კერამიკულ ნამუშევრები. გამოფენის ნახვა ყველა მსურველს 18 საათამდე შეეძლებათ.