ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს მატჩი ფეხბურთში ჩაიშალა
30.04.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე სადაც ადგილობრივი ტორპედო თბილისის დინამოს დაუპირისპირდა ჩხუბის გამო ჩაიშალა.შეხვედრის პირველი ტაიმი ყველანაერი ექსესის გარეშე წარიმართა. სადაც დინამოელებლებმა ანგარიში გახსნეს და პირველი გოლი გაიტანეს. ხოლო მეორე ტაიმში ანგარიში 2-1 მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ დაფიქსირდა, მატჩი დამატებით დროში სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შედეგად, შეხვედრის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის მატჩი არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა.