პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა
30.04.2022
უკან დაბრუნება
დღსვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.
ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი.
ასევე მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.