მზია გიორგობიანმა საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
30.04.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ,ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად, ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე განახლდა არსებული სკვერი. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებული შადრევანის განახლება. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის არის: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა,100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და სხვა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 მილიონ ლარზე მეტია ლარია გამოყოფილი