ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2022 წლის 24 - 30 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს
28.04.2022
უკან დაბრუნება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო 2022 წლის 24 - 30 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დღეს დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პოლიკლინიკების მედიკოსებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ისაუბრეს იმ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რაც ამ დროისთვის ვაქცინაციის კუთხით არსებობს. იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის შემდეგ იმერეთის სხვა რეგიონებშიც იგეგმება.