შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26 აპრილიდან მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი გახდა
28.04.2022
უკან დაბრუნება
როგორც ცნობილია 26 აპრილიდან მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი გახდა, ცვლილების მიხედვით პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. --ახალ ცვლილებას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აფასებს, დავით მესხიშვილის თქმით ახალი რეფორმა ევროდირექტივას ეყრდნობა, რომელიც აქამდეც საჭირო იყო. მისივე განცხადებით ცვლილება ჯერ კიდევ გადასახედი და სიღმისეულად ჩასაშლელია, რათა შემცირდეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა, ისე დაშავებულთა და მსხვერპლთა რიცხვი.