შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში 26-29 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის დათა შომახიას, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება
27.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში 26-29 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის დათა შომახიას, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება.მაყურებელს შევახსენებთ რომ დათა შომახია 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, რომლის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.გამოფენის პარალელურად, დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს კატალოგი სახელწოდებით „დათას ფერადი სამყარო“ რაც სრულად მოიცავს დათას მიერ შესრულებულ ნახატებს და მის ბიოგრაფიულ ნაწილს. გამოფენის დახურვა, ქუთაისში სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, 29 აპრილს 15:00 საათზე იგეგმება, რომელსაც დათა შომახიას მამა, გია შომახია და დათას ხელოვნების პედაგოგი ლია კასპელაშვილიც დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ კატალოგის „დათას ფერადი სამყარო“ შეძენით შეგროვებული თანხა ქუთაისში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის დახმარებას მოხმარდება, სადაც ახალაგაზრდა დედა 10 თვის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.