შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტორპედომ შინ რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების ლიდერს ბათუმის დინამოს უმასპინძლა
26.04.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წლის ბოლო მეცხრე შეხვედრა ქუთაისის ტორპედომ შინ რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების ლიდერს ბათუმის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები პირველ ტაიმში ჯოვინო ფლამარიონმა- ორი და ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში-ერთი გაიტანეს. ამ მარცხის შემდგომ ტორპედო 11 ქულით გათამაშების ცხრილში მეხუთედან მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს ქუთაისელები კვლავ საკუთარ მოედანზე 29 აპრილს თბილისის დინამოს დაუხვდებიან.