შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართვის მოწმობის ახალ ორეტაპიან ცვლილებას „დღის ამბების“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები აფასებენ
26.04.2022
უკან დაბრუნება
მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი „ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. მართვის მოწმობის ახალ ორეტაპიან ცვლილებას „დღის ამბების“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები აფასებენ. ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკის გართულებული ნაწილი ქვეყანაში საგზაო წესების არმცოდნე მძღოლების რიცხვს შეამცირებს.