შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
21.04.2022
უკან დაბრუნება
წლის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შენარჩუნება და გამოცდების ონლაინ სივრცეში ჩატარება, ამ მოთხოვნებით დღეს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ისინი რეგიონებიდან რამდენიმე კვირის გამო ქუთაისში ბინის ქირით უზრუნველყოფას ვერ მოახერხებენ. აქციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში პასუხობენ. შალვა კირთაძის თქმით პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება უნივერსიტეტში სააუდიტორიო სივრცეში მიმდინარეობდა და ასეც გაგრძელდება, რაც შეეხება გამოცდებს სტუდენტთა უმრავლესობის სურვილით სააუდიტორიო სივრცეში ჩატარდება.