შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი 2010-თბილისს დინამო-85:79
21.04.2022
უკან დაბრუნება
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების ბოლო მეოცე ტურში ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახ.სპორტის სასახლეში ქუთაისი 2010-მა თბილისის დინამოს უმასპინძლა.შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.მასპინძლებმა მხოლოდ მეორე პერიოდში შეძლეს 23 ქულიანი უპირატესობის მოპოვება,ხოლო დანარჩენ სამ პერიოდში დინამომ გაიმარჯვა, საბოლოოდ მატჩი ქუთაისელების სასარგებლოდ 85-79 დასრულდა. მასპინძლებმა ჩემპიონატში 20 გამართული შეხვედრიდან 16 მოგება შეძლეს და გათამაშების ლიდერები არიან. დღეს გაიმართება დარჩენილი 3 შეხვედრა და საბოლოოდ გაირკვევა სატურნირო ცხრილი და პლეიოფში რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.