ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს
15.04.2022
უკან დაბრუნება
ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს. პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს. ექსპორტის სტიმულირების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ganxorcieldeba. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადებების გაკეთება 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.