შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტორპედომ ფეხბურთში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის გადატანილ მეხუთე ტურში თელავს ესტუმრა
15.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედომ ფეხბურთში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის გადატანილ მეხუთე ტურში თელავს ესტუმრა. სადაც ადგილობრივ კლუბ თელავს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად, ბევრი საგოლე მომენტისა შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, ტორპედოელთა მეკარის დინო ჰამზიჩის კარგი თამაში, რომელმაც 2 ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო. მოპოვებული ერთი ქულით, ტორპდო კვლავ გათამაშების ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქუთაისელები კვლავ ბოლნისში სიონთან 18 აპრილს გამართავენ.