შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15.04.2022
უკან დაბრუნება
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს პროტესტი სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების არ შეშვებას მოჰყვა, თუმცა მედიას სხდომაზე დასწრება საშვის დაშვების შემდეგ შეეძლოთ. მომხდარის გამო საკრებულოს თავმჯდომარე ბოდიშს იხდის და ამბობს რომ სხდომაზე ჟურნალისტების დაშვებას ბიუროკრატიული მექნიზმი არ სჭირდება და საშვის აუცილებლობის შესახებ თვითმმართველობაში იმსჯელებენ.