ქუთაისის ოცდაჩვიდმეტივე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
15.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ოცდაჩვიდმეტივე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დღის ამბებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 330 ჯგუფი წერტილოვანი შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებს. დავით წიტაიშვილის თქმით, ბოლო ორი კვირის მანძილზე დარეგისტრირდა 240 ახალი აღსაზრდელი, მათ შორის ერთი უკრაინელი ,რაც ბაღებში შექმნილ უსაფრთხო გარემოზე მიუთითებს. დასწრების მაჩვენებელი 4000-ამდე ადის. შეგეახსენებთ, რომ ჯამში ქუთაისის ბაგა-ბაღებში 8000-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული. პედაგოგებს კი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ყოველ 1 კვირაში უტარდებათ ტესტირება.