შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
14.04.2022
უკან დაბრუნება
14 აპრილი დედაენის დღეა, თარიღთან დაკავშირებით დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კალიგრაფიის კონკურსი 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს, ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციას, ხელით წერის კულტურის განვითარებასა და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას. ქალაქის მასშტაბით კონკურსში მონაწილეობდა 42 პედაგოგი და 100ზე მეტი მოსწავლე . დღესვე გალერეაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო , ჩატარდა მასტერკლასი ქართულ კალიგრაფიაში.