რაზე ისაუბრეს დეპუტატებმა ტელეკომპანია ”რიონის” თოქ-შოუ ”ობიექტურ აზრში”?
28.04.2016
უკან დაბრუნება
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე დეპუტატებმა ტელეკომპანია ”რიონის” თოქ-შოუ ”ობიექტურ აზრში” ისაუბრეს.ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემ აქცენტი წინა საარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გააკეთა.ახალი პოლიტიკური მოძრაობა ”გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ კი ეკონომიკასა და ლარის კურსის სტაბილურობაზე ისაუბრა.მისი განმარტებით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება თანხები არამიზნობრივად ხარჯოს.უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან ერთად კოალიციის დაშლა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.მისი ინფორმაციით კოალიციიდან სუბიექტების გასვლის შემდეგ ”ქართული ოცნების” რეიტინგი გაიზარდა.