„ვეფხისტყაოსანი მოსწავლეთა ნახატებში“ წიგნისა და კატალოგის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. წიგნში შესულია 52 მოსწავლის მეირ შესრულებული ნახატები, რომლებიც პოემის გარკვეულ ეპიზოდებს ასახავს. ნახატები ქუთაისისა და სამი მუნიციპალიტეტის: ზესტაფონის, ხონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლეების მიერაა შესრულებული. წიგნი ერთი ეგზემპლარია და ის მუზეუმს გადაეცემა საჩუქრად. პრეზენტაცია დედა ენის დღეს მიეძღვნა. ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.