შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის N2 სამუსიკო სკოლაში ეროვნულ თეორიული კონფერენცია სახელწოდებით " თაობათა ცვლა" გაიმართა
12.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის N2 სამუსიკო სკოლაში ეროვნულ თეორიული კონფერენცია სახელწოდებით " თაობათა ცვლა" გაიმართა. ღონისძიება ორ ეტაპად მოეწყო, პირველი ეტაპი 8 აპრილს გაიმართა და მასში პროფესიონალმა მუსიკად მცოდნეებმა მიიღეს მონაწილოება. ხოლო მეორე ეტაპი დღეს გაიმართა და სასწავლებელმა სამუსიკო სახელოვნებო სივრცის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციაში 19 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას მათ შორის იყვნენ დასავლეთ საქართველოს სახელოვნებო სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები. მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ნამუშევრები, თემატური სახელწოდებით “მუსიკა და ეპოქალური გამოწვევები“. ღონისძიებაში გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური და მას სიმბოლურად ფულადი ჯილდო გადაეცემა. ეროვნული თეორიული კონფერენცია " თაობათა ცვლა" მესამე წელია რაც იმართება.