"ბერგჰოფის ფონდი" პროექტის "დიალოგი ისტორიების შესახებ როგორც ნორმალიზების საფუძველი" ფარგლებში ქუთაისის ბიოგრაფიულ სალონში შეხვედრა გაიმართა
12.04.2022
უკან დაბრუნება
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის "ბერგჰოფის ფონდი" პროექტის "დიალოგი ისტორიების შესახებ როგორც ნორმალიზების საფუძველი" ფარგლებში ქუთაისის ბიოგრაფიულ სალონში შეხვედრა გაიმართა. მოწვეულმა სტუმარმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ბიოგრაფიული სალონში მოწვეული სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს, ისინი მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრებზე ისაუბრეს კონფლიქტის წინაპირობებზე, ესკალაციის პერიოდზე, საომარ მოქმედებებზე და უშუალოდ მათი თვალით დანახულ მოვლენებზე. პროექტის ფარგლებში დ ბიოგრაფიული სალონში დაგეგმილია მსგავსი ტიპის არაერთი შეხვედრა.