შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
12.04.2022
უკან დაბრუნება
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცინერი დეპუტატი გიგა შუშანია აუდიტის დასკვნას ეხმიანება და ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს.მისი თქმით, აუდიტის დასკვნის თანამხმად, 2019-2020 წლებში მერიის მაღალჩინოსმებმა დანამატებთან ერთად სოციალური დახმარებაც მიიღეს, ასევე მილიონობით ლარია გაფლანგული გზებსა და უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე. შუშანია გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობოს საკითხი უნდა დადგეს.თემასთან დაკავშირებით საპასუხოდ ადგილობრივ თვითმართველობაში წერილობითი განცხადება გაკეთდა, სადცა ნათქვამია რომ ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2019-2020 წლებში, ქუთაისის მერიის საქმიანობის, აუდიტის ანგარიშის თაობაზე , ამ ეტაპზე ქუთაისის მერიასა და სახელმწიფო აუდიტს შორის მიმდინარეობს კითხვა- პასუხის პროცესი. სახელმწიფო აუდიტის მიერ მოწოდებული ანგარიშის მიმართ , ქუთაისის მერიას აქვს თავისი პასუხები და როცა საბოლოოდ მოხდება შეჯერება, ამის შემდეგ გაკეთდება შესაბამისი კომენტარი“