,,ტურიზმის ტემპის აღდგენა არის მაღალი - და იმ შემთხვევაში თუ სცენარი სწორედ აი ამ ტემპით განვითარდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.“მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა დაფიქსირებული.