შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთიდან უკრაინაში მეორე ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
11.04.2022
უკან დაბრუნება
იმერეთიდან უკრაინაში მეორე ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება იმერეთის რეგიონიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი. ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.