ტორპედო ქუთაისმა თბილისის ლოკომოტივთან გამოტოვებული მატჩი რამაზ შენგელიას სახ. ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარა
07.04.2022
უკან დაბრუნება
ტორპედო ქუთაისმა თბილისის ლოკომოტივთან გამოტოვებული მატჩი რამაზ შენგელიას სახ. ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარა. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი ტორპედოეთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.მეორე ნახევარში კი მეტოქეებმა ორ-ორი ბურთის გატანა შეძლეს და შესაბამისად შეხვედრაც ტორპედოელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.გოლები ტორპედოდან კუხიანიძემ,ცინცაძემ,ნადარაიამ და არაბიძემ გაიტანეს.ამ გამარჯვებით ტორპედომ 6 ქულა მოაგროვა 5 შეხვედრაში და გათამაშების ცხრილშიმე-8პოზიციას იკავებს.მომდევნო მატჩს ქუთაისელები 10 აპრილს თბილისში კლუბ გაგრასთან გამართავენ.