შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
06.04.2022
უკან დაბრუნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალაშენებული სკოლა ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს. სოფელ გეგუთის 240 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, მოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო.