შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ისარგებლეს თუ არა იაფი მედიკამენტებით მოქალაქეებმა თემაზე დღის ამბებმა გამოკითხვა ჩაატარა
05.04.2022
უკან დაბრუნება
როგორც ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ქვეყანაში იაფი მედიკამენტების პროგრამა მოქმედებს , თურქეთიდან იმპორტირებული 45-მდე დასახელების პრეპარატის შეძენა საქართველოს მოსახლეობას ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. ისარგებლეს თუ არა იაფი მედიკამენტებით მოქალაქეებმა თემაზე დღის ამბებმა გამოკითხვა ჩაატარა. საზოგადოების ნაწილი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე წამლების გაიაფებას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან შეღავათს. გამოკითხულთა ნაწილი კი სააფთიაქო ქსელებში ხშირად მოხმარებადი პრეპარატების დეფიციტზე საუბრობს და აღნიშნავენ რომ ამ დრომდე მათთვის საჭირო წამლები დაბალი ღირებულებით ვერ შეიძინეს.