შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რატომ არ უჭერენ მხარს ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რესპუბლიკელები?
28.04.2016
უკან დაბრუნება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უჭერენ რესპუბლიკელები მხარს იმ კანონპროექტს,რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ეხება.როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მასში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სექტორი.ბესელია მოითხოვს განმარტებებს რესპუბლიკური პარტიისგან,თუ რა არის მიუღებელი აღნიშნულ კანონპროექტში,რომელიც საბავშვო ბაღებში ასაკობრივი ჯგუფების დაყოფას ეხება.საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი თავად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.