2022 წლის მარტში, შაქარზე და სხვა ტკბილეულზე, ხილზე, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი უფროსი გიორგი თეთრაული დღის ამბებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ასევე იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.
კერძოდ, ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა.