შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა
04.04.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. მატჩი თანაბარი ბრძოლით გამოირჩეოდა , თუმცა სტუმრებმა შეძლეს და შეხვედრის პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში, მიუხედავად ტორპედოელების სათამაშო უპირატესობისა, შედეგი არ შეცვლილა და შეხვედრაც სტუმრების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ტორპედოელები გათამაშების ცხრიში 3 ქულით ბოლოს წინა ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩს ქუთაისელები, 6 აპრილს, რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე თბილისის ლოკომოტივთან გამართავენ.